ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე მუშაობას სახელმწიფო კანცელარიაში განაგრძობს

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებდა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მუშაობას, მოსაზრებას იცვლის და დღეს მთავრობის წევრებს კანცელარიაში ხვდება.

“ჭირს ხალხთან და მთავრობასთან დაკავშირება, მუდმივად ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა, ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუშაობა დავიწყო კანცელარიაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კანცელარიაში სამუშაოდ სავარაუდოდ 26 ნოემბერს გადავა. აქამდე ყველა შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან პარლამენტის შენობაში იმართებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button