ახალი ამბები

აშშ-ს არ უთხოვია შევარდნაძისთვის გადადგომა

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტისთვის გადადგომა არ უთხოვია.

რიჩარდ ბაუჩერის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი შევარდნაძეს 22 ნოემბერს და შემდეგ 23 ნოემბერს ესაუბრა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.   

“მაგრამ ჩვენ მისთვის არ გვითქვამს, რა უნდა გაეკეთებინა. ჩვენ ვურჩიეთ მას ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რომელიც პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობდა ხელს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში”, – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.

გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებებში, ვაშინგტონმა მკაფიოდ განსაზღვრა, რომ იგი არ არის მზად შევარდნაძეს დაუჭიროს მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კრიზისში. 

მსგავსი/Related

Back to top button