ახალი ამბები

შევარდნაძის თქმით, მისი გარემოცვა იყო მისი გადადგომის წინააღმდეგი

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ტელევიზიამ გააშუქა ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის  შეხვედრა.

ეს შევარდნაძის პირველი გამოჩენა იყო 23 ნოემბერს საღამოს მისი გადადგომის შემდეგ.

“მე დილითვე უნდა გადავმდგარიყავი. ნანულიმაც [ედუარდ შევარდნაძის მეუღლე] მითხრა, რომ გადავმდგარიყავი. პაატამაც [შევარდნაძე, ექს-პრეზიდენტის ვაჟი] დამირეკა და მითხრა იგივე, მაგრამ რა უნდა მექნა? ჩემს გარშემო იყო ხალხი, მათ შორის ჯორბენაძე [სახელმწიფო მინისტრი], რომლებიც წინააღმდეგ იყვნენ”, – განუცხადა ედუარდ შევარდნაძემ ილია II.

ამჟამად, შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში იმყოფება, მიუხედავად 24 ნოემბერს დილით გავრცელებული ხმებისა, რომ იგი გერმანიაში იმყოფება.    

მსგავსი/Related

Back to top button