ახალი ამბები

აღორძინება არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დემოკრატიული აღორძინების კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, რომლის სხდომაც 25 ნოემბრის 16 საათისთვისაა დანიშნული.

გოგიტიძის თქმით, ზველი პარლამენტის უფლებამოსილელები გაუქმებულია, რადგან უკვე შეიკრიბა ახალი პარლამენტი და გაიხსნა მისი პირველი სხდომა.

“ნინო ბურჯანაძე აღარ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან აღარ არსებობს ძველი პარლამენტი”, – თქვა გოგიტიზემ.

საქართველოში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით გოგიტიძემ აღნიშნა, რომ არანაირი ხავერდოვანი რევოლუცია ეს არ იყო, არამედ მოხდა ხელისუფლების ძალისმიერად შეცვლა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ წარმოესახება მას მოვლენების შემდგომი განვითარება, გოგიტიძემ უპასუხა, რომ ჯერ ნათლად ვერ წარმოუდგენია, თუმცა, აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამოქალაქო ომისა და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

მსგავსი/Related

Back to top button