
“სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულდა” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულების კონტროლი, რომელსაც მოძრაობის აქტივისტები იცავდნენ, ახლა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის უფლებამოსილელებების კონტროლის ქვეშ გადადის.
“სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულდა. აქედან გამომდინარე ყველა სახელმწიფო სტურქტურის ხელმძღვანელი უნდა დაბრუნდეს საკუთარ კაბინეტებში და გააგრძელოს მუშაობა, გარდა რამდენიმე პირისა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც პირადად აგებს პასუხს არცევნების წინ და მისი მსვლელობისას მომხდარ დარღვევებზე.