ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრის დროს საკადრო ცვლილებებზე საუბრობს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა რომ ამჟამად არსებობს მხოლოდ ორი მინისტრის პრობლემა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

“ამჟამად მხოლოდ ორი მინისტრის პრობლემა არსებობს, რომლებიც შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ. ერთადერთი, რაც შემიძლია, მოვალეობების გადანაწილებაა მათ მოადგილეებზე. გადადგომის შესახებ განცხადება მათ თავად უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა იქმნება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

24 ნოემბერს ძალოვან მინისტრებთან ბურჯანაძის შეხვედრას არ ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომლებსაც გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

მსგავსი/Related

Back to top button