ახალი ამბები

შსს მინისტრი თანამდებობას არ ტოვებს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის გადადგომისა შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კვლავ თავის პოსტზე რჩება.

თუმცა, ხელისუფლების რამოდენიმე წევრმა უკვე დაწერა განცხადება გადადგომოს თაობაზე. მათ შორის არიან: პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში თემურ შაშიაშვილი, ფოთის მერი დავით ქანთარია, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გელა კვარაცხელია, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით ქობლიანიძე.

მსგავსი/Related

Back to top button