ახალი ამბები

პარლამენტის სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი წერეთელმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის სხდომა 25 ნოემბერს 4 საათზე ჩატარდება.

“ქვორუმის პრობლემა არ არსებობს. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ამის თაობაზე”, – განუცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს 24 ნოემბერს.

მისი თქმით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც, სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე განისაზღვრება.

მსგავსი/Related

Back to top button