ახალი ამბები

ედუარდ შევარდნაძე თბილისშია – აცხადებს ზურაბ ჟვანია

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია არ ადასტურებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოს დატოვების და გერმანიაში წასვლის შესახებ.

“იგი თბილისში იმყოფება და კრწანისის რეზიდენციაშია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჟვანიამ. ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის შესახებ ასევე ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის დაცვის უფროსი სულხან პაპაშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button