ახალი ამბები

პუტინს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის იმედი აქვს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ “ხელისუფლების გადაცემა საქართველოში ძლიერი ზეწოლის შედეგად მოხდა”.

“ის პიროვნებები, რომლებიც ამგვარ მოქმედებებს ორგანიზებას უკეთებენ, უდიდეს პასუხისმგებლობას იღებენ თავისი ხალხის წინაშე”, – განაცხადა პუტინმა 24 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე და დასძინა, რომ “შევარდნაძე დიქტატორი არასოდეს ყოფილა”.

რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ “მომავალი, კანონიერად არჩეული ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს”.   

მსგავსი/Related

Back to top button