ახალი ამბები

მოქმედმა პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის თავჯდომარეობით.

სხდომას მთავრობის თითქმის ყველა წევრი ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის და სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გარდა.

სავარაუდოდ, სხდომა საქართველოში “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდგომ სიტუაციას განიხილავს. ამჟამად, ქვეყანაში სიწყნარეა.  

მსგავსი/Related

Back to top button