ახალი ამბები

ასლან აბაშიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ადასტურებს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა “ბურჯანაძე-დემოკრეტების” ერთ-ერთ ლიდერთან ზურაბ ჟვანიასთან.

“ზურაბ ჟვანია აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის მიზნით რაღაც კომპრომისი უნდა მოინახოს. მას აქვს ის ინტელექტი სწორად განსაზღვროს ავი და კარგი. თავადაც თქვა, რომ მოვლენები ნორმალურად განვითარდება”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 23 ნოემბერს უზენაესი საბჭოს სხდომაზე.

ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძის სატელეფონო საუბარი 23 ნოემბერს ღამის საათებში შედგა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გაკეთებული ჰქონდა.

მსგავსი/Related

Back to top button