ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის მეთაურის მოვალეობების შესრულება დაიწყო

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უკვე შეუდგა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებას და ამჯამად იგი კონკრეტულ დავალებებას აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაიწყოს ქვეყანაში წესრიგის აღდგენა.

“ქალბატონი ნინო აწარმოებს თათბირს სხვადასხვა უწყებების ხელმძრვანელებთან. განსაკუთრებით ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს. იგი უკვე შეხვდა თბილისის პოლიციის უფროსს, რომელმაც ნინო ბურჯანაძისგან სათანადო დავალებები მიიღო”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და მოუწოდა მოსახლეობას, რომ ითანამშრომლონ პოლიცისათან, რათა აღიკვეთოს ყოველგვარი ყაცაღობა და ხულიგნობა.

ჟვანიას თქმით, არცერთი უწყების ხელმძრვანელი ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებს, ისინი მუსაობენ იღებენ დავალებებს და ახლა, გამარჯვების შემდეგ იწყება მძიმე სამუშაო.

“ხვალ დილიდან ამუშავდება ყველა უწყება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აფიქსირებს, რომ ლარის კურსს არაფერი ემუქრება, ის სტაბილური და უცვლელია. ჩვენ მივმართავთ აშშ-ის მთავრობას, რომ საქართველოს გამოუყოს სპეციალური დახმარება, რომ მოგვარდეს საწყის პერიოდში ის მძიმე პრობლემები, რომელიც ქალბატონ ნინოს დახვდა”, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button