ახალი ამბები

ასლან აბაშიძემ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 30 დღით

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის მეთარუმა ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 30 დღის ვადით.

აბაშიძის ეს გადაწყვეტილება დღეს აჭარის უზენაესმა საბწომ ერთხმად დაამტკიცა.

დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებს საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზეც.

“ჩვენი მოვალეობაა კონსტიტუციური წყობის, ავტონომიის მოსახლეობის და ხელისუფლების დაცვა. ეს ერტადერი სწორი გზაა, რომლის ღალატსაც არ გვაპატიებს არც ხალხი და არც ისტორია”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ მას შემდეგ, რაც თბილისში პრეზიდენტმა შევარდნაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

აბაშიძემ დაგმო თბილისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია, და განაცხადა, რომ ამით დაირღვა კონსტირუციური წყობა.

მსგავსი/Related

Back to top button