ახალი ამბები

თემურ შაშიაშვილი თანამდებობიდან გადადგა

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში თემურ შაშიაშვილი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა.

“მე ვერ ვითანამშრომლებ სააკაშვილთან, ჟვანიასა და ბურჯანაძესთან”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

როგორც მან აცნობა ჟურნალისტებს, იგი მონაწილეობას მიიღებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.

მსგავსი/Related

Back to top button