ახალი ამბები

იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა, სადაც აჭარის მეთაურს, ასლან აბაშიძეს შეხვდა.

“მე შევპირდი აჭარის პრეზიდენტს, რომ ჩამოვიდოდი, და პრეზიდენტ პუტინის დავალებით განვაგრზობ დიალოგს, რომელიც მოსკოვში დაიწყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს ივანოვმა ბათუმის აეროპორტში.

“ჩვენთვის სულერტი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მთავარია, რომ მოვლენები სამართლებრივ ველში დარჩეს და მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს სივერენიტეტის და საქართველოს ხალხის ინტერესებშია”, – აღნიშნა ივანოვმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეტი არ ერეოდა და არ ცაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

ბათუმში ივანოვი თბილისიდან წავიდა, სადაც იგი გუშინდელი ღამიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრეზიდენტ შევარდნაძესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. თბილისიდან ივანოვის გადადგომის შემდეგ შევარდნაძემ თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button