ახალი ამბები

რევოლუციას არ მოუტანია ხალხისთვის სიკეთე – აცხადებს აჭარის ხელმძღვანელი

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე საქარათველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ძალზე ძნელია ისაუბრო იმაზე, რაც მოხდა თბილისში.

“რევოლუციას არცერთი ხალხისთვის და არცერთი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. რევოლუცია ხავერდოვანი არასოდეს არ ყოფილა. მე მახსოვს რა მოხდა პირველი პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ, იგივე სირთულეები იქნება ახლაც. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა და ხელისუფლების კონსტიტუციური უფლება”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ აჭარის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

“ჩვენი მოვალეობაა, რომ შევინახოთ სუფთა, ჭეშმარიტად ქართული ეროვნულობა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, იმ მოსახლეობისა, რომელიც ათასწლეულები ერთად ცხოვრობდა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატიული ფასეულობები და მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ და სწორ გზაზე ვიაროთ.

22 ნოემბერს ასლან აბასიძემ განაცხადა, რომ იგი ჩარაზავს აჭარის საზღვრებს მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში.

მსგავსი/Related

Back to top button