ახალი ამბები

შევარდნაძე საქართველოში დარჩება

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ შევარდნაძესთან შეხვედრა ამაღელვებელი იყო და ამ შეხვედრაზე იგივე განწყობა სუფევდა, როგორიც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებზე.

ჟვანიას თქმით, შევარდნაძემ კატეგოირულად დააფიქსირა, რომ არ არპირებს საქართველოდან წასვლას, აქ თბილისში დარჩება.

ამასთან, ჟვანიას თქმით, შევარდნაძესთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ გარკვეულ პირთა წრე მას მოუწოდებდა, რომ გაეგრძელებინა ბრზოლა ხალხის წინააღმდეგ მიუღებელი და სახიფათო მეთოდებით მაგრამ შევარდნაძემ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

ჟვანიას ინფორმაციით, მისი და სააკაშვილის შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძესთან არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა ხელმოწერილი, და არანაირ პირობებზე არ ყოფილა საუბარი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მისი გადადგომა.

“საუბარი ეხებოდა სხვა თემებს, იმას რაც ეხება სახელმწიფოს ხვალინდელ დღეს და ბედნიერი ვარ, რომ ასე ლამაზად დასრულდა ყველაფერი. ედუარდ შევარდნაძემ ასევე მზადყოფნა გამოთქვა დახმარება გაუწიოს იმათ, ვინც ხელისუფლებაში იქნება, არსებული პრობლემების მოგვარებაში”, – განაცხადა ჟვანიამ.

“ახლა მთავარია, რომ ქვეყანაში აღდგეს წესრიგი, პოლიციამ, ექიმებმა, მასწავლებლებმა თავიანტი საქმეები აკეთონ და ცხოვრების ნორმალური რიტმი დაბრუნდეს”, – თქვა ჟვანიამ.

ჟვანიას თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 45 დღეში გაიმართება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი/Related

Back to top button