ახალი ამბები

სააკაშვილი და ჟვანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ შევარდნაძესთან მისი გადადგომის თაობაზე

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კრწანისის რეზიდენციაში ამჟამად იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხელ სააკაშვილი და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია.

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო რეზიდენციაში ხელშეკრულების პროექტი მიიტანეს პრეზიდენტის უპირობო გადადგომის შესახებ, რომელსაც თავად პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

ოპოზიციის ლიდერებს კრწანისის რეზიდენციაში უსაფრთხოების გარანტია იგორ ივანოვმა თავის თავზე აიღო.

მსგავსი/Related

Back to top button