ახალი ამბები

გერმანიის მთავრობა საქართველოში არსებული პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გერმანიის ფედერალური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობა შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

იგი მიმართვას ყველა მხარეს, რათა ამჟამად არსებული დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარებიდან მოიძებნოს მშვიდობიანი და კონსტიტუციური გამოსავალი.

“მთავრობამ და ოპოზიციამ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა არ დაუშვან ძალადობა და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, იპოვონ დემოკრატიული და სამართლებრივი გადაწყვეტა, რომელიც ემსახურება ყველა ქართველის კეთილდღეობას და ინტერესს”, – ნათქვამია ფიშერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა იმედოვნებს, რომ თბილისში მთავრობა და ოპოზიცია გააგრძელებენ დიალოგს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button