ახალი ამბები

შევარდნაძეს ულტიმატუმის ვადა გაუხანგრძლივეს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ 1 საათის განმავლობაში არავინ დაიძრას თბილისის ცენტრიდან კრწანისის რეზიდენციისკენ.

ზუსთად ნახევარი საათის წინ სააკაშვილმა შევარდნაძეს ნახევარი საათისვადა მისცა, რაა გაეკეთებინა განცხადება გადადგომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ დაიძრან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ და იქ განაგრძონ აქცია შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით.

თუმცა, ამ წუთებში სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და მომიტინგეებს პარლამენტის შენობის წინ დარჩენისკენ მოუწოდა.

ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. მისი თქმით, კიდევ ცოტა მოთმინებაა საწირო, რომ გაამჯრვება იყოს მყარი და ლეგიტიმური. ბურჯანაძე დაპირდა აქციის მონაწილეებს, რომ “ძალიან მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას”.

მსგავსი/Related

Back to top button