
ახალი ამბები
შევარდნაძეს გადადგომისთვის ნახევარი საათის ვადა მისცეს
(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ათეულობით ათას ადამიანს მოუწოდა, რომ ნახევარი საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება გადადგომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ დაიძრან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ და იქ განაგრძონ აქცია შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით.