ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მდივანი თანამდებობიდან გადააყენეს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი დანიშნა.

თედო ჯაფარიძემ 21 ოქტომბერს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი იზოლირებულია მისი გარემოცვის მიერ.

მანამდე, სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა თედო ჯაფარიძე პოზიციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშვნამდე თედო ჯაფარიძე აშშ-ში საქართველოს სრულუფელბიანი ელჩი იყო.

მსგავსი/Related

Back to top button