ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანიავი პრეზიდენტთან პირისპირ საუბრის  შემდეგ ხელემორედ შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს და პრეზიდენტის მოთხოვნა გააცნო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი საქართველოს შედა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.

“რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიანად მოგვარებაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში. ამ პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით უნდა მოხდეს”, – განაცხადა იგორ ივანოვმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ იგორ ივანოვმა.

დიალოგის გზით საკითხის მოგვარების მომხრეა ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და იმედოვნებს, რომ იგორ ივანოვი შეძლებს პრეზიდენტის გათვითცნობიერებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

“ვიმედოვნებ, რომ იგორ ივანოვი შეძლებს საქმის კურსში პრეზიდნეტის ჩაყენებას, მისი გარემოცვისგან განსხვავებით. დიალოგის მომხრე ჩვენც ვართ, მაგრამ მისი პრეტენზია, რომ დიალოგი ასეთ ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს, გამორიცხულია, მან გასულ დღეებში მოლაპარაკების შესაძლებლობა ამოწურა და ახლა მოუწევს ამ ფონზე დიალოგი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ იგორ ივანოვი კვლავ პრეზიდენტს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button