ახალი ამბები

შინაგანი ჯარის სარდალი შევარდნაძეს არ დაემორჩილება

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინგანანი ჯარების სარდალი გიორგი შერვაშიძე არ დაემორჩილება შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილისა და ედუარდ შევარდნაძეს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადეს გამომსვლელებმა.

მანამდე აქციას შეუერთდა რამდენიმე სპეცრაზმისა და სამხედრო ნაწილების მოსამსახურეები, რომლებმაც იარაღი დატოვეს თავიანთ ნაწილებში და შეუერთდნენ პარლამენტის შენობასთან მყოფ მოსახლეობას.

პარლამენტთან ათეულობით ათასი ადამიანია შეკრებილი და მათი რაოდენობა ყოველ წუთს მატულობს, თუმცა შევარდნაძე კვლავ აცხადებს რომ ქვეყანასი საგანგებო მდგომარეობაა და შეუძლია ნებისმიერ დროს გასცეს ბრძანება იარარის გამოყენებაზე.

მსგავსი/Related

Back to top button