ახალი ამბები

შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებს ულტიმატუმს უყენებს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს ულტიმატუმს უყენებს და 22 ნოემბერს დაკავებული შენობების პარლამენტის და სახელმწიფო კანცელარიის განთავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით, იგი მხოლოდ ამის შემდგებ შეიზლება დათანხმდეს ოპოზიციას კომპრომისზე.

“მოლაპარაკების და დიალოგის საშუალება უნდა  დაიწყოს მას შემდეგ რაც განთავისუფლდება პრეზიდენტის რეზიდენცია და პარლამენტის შენობა. ძალიან დიდი მოთმიონებიოს უნარი მაქვს” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან შეხვედრის დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. “მთავარი შინაარსი ასეთი იყო, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში მოხდეს ყველა გადაწყვეტყილების მიღება, უნდა ეცადოს მთავრობა, რომ ეს პრინციპი დაიცვას, და ოპოზიციამ ძალა არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს. ივანოვი წავიდა ოპოზიციასთან შესახვედრად, დავაბარე ასეთი რამ, მზად ვარ დიალოგისთვის. ასეთი გზით შეიძლება ყველა საკითხზე მსჯელობა, როგორც ხელმეორე არჩევნების დანიშვნაზე, თავად პრეზიდენტის გადაგდომაზეც”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, იგორ ივანოვთან შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში რჩება ჯერ-ჯერობით და განაგრძობს მედიატორის როლის შესრულებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

მსგავსი/Related

Back to top button