ახალი ამბები

საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ელჩმა ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძემ დაგმო პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პრეზიდენტს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას სისხლისღვრა ქვეყანაში და შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა.  

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემ დღეს განაცხადა, რომ ამიერიდან იგი ნინო ბურჯანაძის, როგორც მოქმედი პრეზიდენტის, ბრძანებებს დაემორჩილება.

21 ნოემბერს ლევან ალექსიძემ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი შევარდნაძე პასუხისმგებელია 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე.

მსგავსი/Related

Back to top button