ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი მხარს უჭერს შევარდნაძეს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ყოფილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ შეილება ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტად”.

მისი თქმით, ქვეყანაში სახეზეა კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა.

“შექმნილ სიტუაციაში ლეიბორისტულ პარტიას მიაჩნია, რომ მშვიდობიანად უნდა დაიცალოს პარლამენტის შენობა, ახალმა პარლამენტმა გააგრძელოს მუშაობა და მასში უნდა შევიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლები, ახალმა პარლამენტმა შექმნას გამსახურდიას უზენაეს საბჭოსთან ერთად კონსტიტუციური კონგრესი, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს”.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მრავალათასიან მიტინგზე მივიდნენ ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებმაც მიტინგის მონაწილეებს განუცხადეს, რომ დატოვეს ლეიბორისტული პარტიის რიგები და თავიანთი თანამდებობები, იმის გამო რომ პარტიის ზოგიერთი ლიდერი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს გაემიჯნა.

მსგავსი/Related

Back to top button