ახალი ამბები

ეუთო ქართველებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ იააპ დე ჰოოპ შეფერმა დღეს ქართველ ხალხს მიმართა, რომ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში სიმშვიდე შეინარჩუნონ.

“იმედი მაქვს, რომ მიმდინარე დემონსტრაციები თავიანთ მშვიდობიან ფორმას შეინარჩუნებენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავი შეიკავონ ძალადობისგან”, – განაცხადა შეფერმა.

ეუთო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარე მიესალმა როგორც აქციის მონაწილეთა ასევე პოლიციის მიერ გამოხატულ თავშეკავებას და იმედი გამოთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გამოიწვევს რაიმე ძალადობას ქვეყანაში.

შეფერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის საკითხი ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა მოაგვაროს.

“თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას, და ეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას გულისხმობს, მე მზად ვარ აქტიური დახმარების გაწევისთვის”, – განაცხადა შეფერმა.

მსგავსი/Related

Back to top button