ახალი ამბები

აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქვემოთ მოცემულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადება თბილისში მიმდინარე მოვლენებზე:

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისში პარლამენტის წინ და პარლამენტის შენობაში არსებულ სიტუაციას, სადაც ადგილი ჰქონდა კონფრონტაციას ხელისუფლების მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის.

ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და დიალოგის საშუალებით მიაღწიონ პრობლემის კომპრომისულ გადაწყვეტას საქართველოს ინტერესების ფარგლებში.

მსგავსი/Related

Back to top button