ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი ბურჯანაძის ბრძანებებს დაემორჩილება

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. თუმცა, მისი თქმით, ამიერიდან იგი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძის ბრძანებებს დაემორჩილება.

“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, ამ შემთხვევაში მისი ადგილი პარლამენტის თავჯდომარემ უნდა დაიკავოს. ნინო ბურჯანაძეს შეუძლია მოქმედი პრეზიდენტი გახდეს, სანამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება”, – განაცხადა ლევან ალექსიძემ 23 ნოემბერს.

21 ნოემბერს ლევან ალექსიძემ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი შევარდნაძე პასუხისმგებელია 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე.

მსგავსი/Related

Back to top button