ახალი ამბები

იგორ ივანოვი თბილისში მომიტინგეებს შეხვდა

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 23 ნოემბერს გამთენიისას თბილისში საგანგებო ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეებთან მივიდა და მიესალმა.

გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

ივანოვმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილ საქართველოს მოსახლეობას განუცხადა, რომ ქართველ ხალხს სასწავლებელი არაფერი სჭრის, თვითონ შეუძლიათ ასწავლონ სხვებს.

თავისი ხანმოკლე გამოსვლის დასასრულს ივანოვმა განუცხადა შეკრებილ ხალხს – “საქართველოს რუსეთის მეგობრულ ურთიერთობებს გაუმარჯოს!”. ბოლო სიტყვა რუსმა მინისტრმა ქართულად წარმოთქვა, რასაც აქციის მონაწილეებმა ოვაციებით უპასუხეს.

ამ დროსითვის იგორ ივანოვი კრწანისის სამთავრობო რეზიენციაში მოლაპარაკებებს მართავს პრეზიდენტ შევარდნაძესთან, რის შემდეგაც, დღის 15 საათისთვის დაგეგმილია იგორ ივანოვის კიდევ ერთი შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან.

მსგავსი/Related

Back to top button