ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შევარდნაძეს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით თბილისში ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი აეროპორტში პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს სასინაო საქმეებში ჩარევას.

“რუსეთი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. ასევე დაინტერესებულია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით. ვიმედოვნებ, რომ მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებში განვითარდება” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იგორ ივანოვმა.

მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა მოიძებნოს.

23 ნოემბერს იგორ ივანოვი ედუარდ შევარდნაძეს და ქვეყანის წამყვანი პოლიტიკური ძალების ლიდერებს შეხვდება.  იგი ასევე ადასტურებს, რომ 22 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძეს 2-ჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან.

მსგავსი/Related

Back to top button