ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ემხრობა

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახლადარჩეული პარლამენტის უფელბამოსილებაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აცხადებს, რომ პარლამენტმა 22 ნოემბერს მუშაობა დაიწყო.

“აქედან გამომდინარე მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე განიხილება პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის შემოღების საკითხი”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ ტელევიზიის პირველი არხის ეთერში.

პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ოპოზიციის ლიდერების მიერ პარლამენტის შენობაში შესვლის და მის მიერ მოწვეული ახალი პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლის შემდგომ გამოაცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button