ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აპირებენ

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სააკაშვილი აპირებს 23 ნოემბერს შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან, რომელიც სავარაუდოდ, უკვე ჩამოვიდა თბილისში მოსკოვიდან სპეცრეისით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, იგორ ივანოვი თბილისში გამოემგზავრა პრეზიდენტ პუტინის დავალებით.

სააკაშვილის ინფორმაციით, იგორ ივანოვი ასევე აპირებს შეხვედრას ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიასთან პარლამენტის შენობაში.

მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გავიდნენ პარლამენტის შენობასთან და დაიცვან “ვარდების რევოლუციის” მონაპოვარი.

იგი ასევე აცხადებს, რომ თუკი გაერთიანებული ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რაიმე დაემართება, ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება ედუარდ შევარდნაძეს და მის გარემოცვას.

მისივე თქმით, იგი ესაუბრა რუსეთის ელჩს საქართველოში და მიიღო ყველანაირი გარანტია, რომ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარები არ ჩაერევიან საქართველოს სასინაო საქმეებში.

მსგავსი/Related

Back to top button