ახალი ამბები

პუტინმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრი გამოგზავნა

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი გამოგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ალექსეი გრომოვმა აცნობა. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაური მუდმივად იღებს ინფორმაციას საქართველოში მოვლენების განვითარების თაობაზე და კონსულტაციებს აწარმოებს დსთ-ის ქვეყნების ლიდერებთან.

ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სამი სატელეფონო საუბარი შედგა, რომელთა დროსაც საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს.

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არ მიუღია.

მსგავსი/Related

Back to top button