ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიაში შევიდნენ

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის შენობაში შეღწევის შემდეგ ოპოზიციის მომხრე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიაშიც შეაღწიეს. სპეცდანიშნულების რაზმები კანცელარიასთან არ ყოფილან. დარჩენილ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისთვის განსაკუთრებული წინააღდეგობები არ შეუქმნიათ.

პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ოპოზიციის მომხრეთა შესვლისას სროლა არ მომხდარა და მსხვერპლი არ არის.

ოპოზიციის მომხრეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფროსთან პეტრე მამრაძესთან. მამრაძე უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩება ოპოზიციის ათეულობით ათასი მომხრე, რომელთა წინაშეც ოპოზიციის ლიდერები დრო და დრო გამოდიან.

მსგავსი/Related

Back to top button