ახალი ამბები

შს მინისტრი აცხადებს, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია და მიღებული იქნება შესაბამისი ნორმატიული აქტები.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება 48 საათში უნდა დაამტკიცოსპარლამენტმა. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა განკარგულება, ის ავტომატურად შედის ძალაში.

მსგავსი/Related

Back to top button