ახალი ამბები

ედუარდ შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს 19 საატისთვის ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს წესრიგის აღდგენის მიზნით.

მისი თქმით, დღეს შეიძლება უბედურება მომხდარიყო. “მე ვთხოვე შსს მინისტრს, რომ არ დაღვრილიყო სისხლი, და მადლობას ვუხდი მას, რომ სისხლი არ დაიღვარა.

წესრიგის აღდგენა აუცილებელია და ამიერიდან ყველა უწყება დაემორჩილება თავდაცვის სამინისტროს.

დრეს პარლამენტის შენობასთან და შენობაში მომხდარი მოვლენები შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

მსგავსი/Related

Back to top button