ახალი ამბები

ოპოზიციამ პარლამენტში შეაღწია, დაცვამ კი პრეზიდენტი სასწრაფოდ გაიყვანა დარბაზიდან

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – იმ დროს როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკისა და აღორძინების მხარდამჭერების თანდასწრებით, თავისუფლების მოედნიდან ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და ლიდერების მეთაურობით პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც შეაღწიეს.

პრეზიდენტის დაცვამ ედუარდ შევარდნაძე სასწრაფოდ ჩამოიყვანა ტრიბუნიდან და დარბაზიდან გაიყვანა. ამჯამად დარბაზში ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები იმყოფებიან.

მსგავსი/Related

Back to top button