ახალი ამბები

“ახლებმა” პარლამენტში შესვლა გადაიფიქრეს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მასობრივმა საინფორმაციო სასუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ “ახალმა მემარჯვენეებმა’ უარი განაცხადეს ახალ პარლამენტში შესვლაზე.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ორივე მხარესთან (ოპოზიცია და ხელისუფლება), რათა მიგვეღწია კომპრომისისთვის, რომ ამ პარლამენტს შეექმნა საფუძველი ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რადგან ასეთი პერსპექტივა არ არსებობს, ჩვენ უარს ვაცხადებთ ამ პარლამენტში შესვლაზე”, – ნათქვამია ახალი მემარჯვენეების განცხადებაში”.

ეს ცნობა “სივილ ჯორჯიას” ახალი მემარჯვენეების ოფისშიც დაუდასტურეს.

ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ როგორც ცნობილია ლეიბორისტებიც.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ბლოკმა “ბურჯანაძე-დემოკრატები” ახალ პარლამენტს, რომლის სხდომაც პრეზიდენტმა დღეისთვის მოიწვია, ბოიკოტი რამდენიმე დღის წინ გამოუცხადეს.

პარლამენტში შეკრებილია სახელიუფლებო ბლოკის, აღორძინებისა და მთავრობის წარმომადგენლები. სხდომა ჯერ არ გახსნილა.

მსგავსი/Related

Back to top button