ახალი ამბები

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მომიტინგეთა ნაწილი კანცელარიასთან გადავიდა

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც თბილისში თავისუფლების მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს წაუყენეს, მაგრამ პრეზიდენტი არ გამოვიდა შეკრებილი მოსახლეობის წინაშე და პარლამენტის შენობაში რჩება საპრეზიდენტო ფლიგელში თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. პარლამენტის სხდომა 16 საათისთვისაა დანიშნული და პრეზიდენტი მის გახსნას აპირებს.

მომიტინგეთა ნაწილი კანცელარიასთან გადავიდა და სკანდირებს – “გადადექი, გადადექი!”.

სამართალდამცავებს თავისუფლების მოედნიდან წასული მომიტინგეთა ნაწილსითვის განსაკუთრებული წინააღმდეგობები არ შეუქმნია. რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. აქცია გრძელდება კანცელარიის შენობასთან, სადაც მომიტინგეებს ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე გაუძღვნენ.

“მოვუწოდებ შინაგან ჯარს, რომ გაუშვან ხალხი შეუშვან ხალხი კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ იქნებ იქიდან მაინც მივაწვდინოთ ხმა დაყრუებულ პრეზიდენტს, რომ ან დანიშნოს ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არცევნები, ან დაუყოვნებლივ გადადგეს ტანამდებობიდან”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედნიდან დაძვრის წინ.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ შეინარცუნონ სიმშვიდე, არ შექმნან აჟიოტაჟი, არ გაიქცნენ და არ წამოეგონ პროვოკაციებს. “ჩვენ არ გვაქვს არც იარაღი არც სხვა რამე მოწყობილობები, ერთადერი რაც ჩვენ გვაქვს, არის ჩვენი ხმა, რომ მივაწვდინოთ შევარდნაძეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

უკვე კანცელარიასთან ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი გადადგება მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად.

მსგავსი/Related

Back to top button