ახალი ამბები

აშშ საქართველოს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ [საქარველოს] ყველა პარტიამ ერთად უნდა გამონახოს ქართველი ამომრჩევლისთვის მისაღები კრიზისის მოგვარების მშვიდობიანი გზა.

“ჩვენი აზრით, საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ და გამოასწორონ ის შეცდომები, რომლებიც არჩევნებზე იქნა დაშვებული, იმ გზით, რომელიც მისაღები იქნება ხალხისთვის და ხალხის ნებას გამოხატავს. ყველაფერი ეს გამჭირვალედ და მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ერელიმ.

“ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვერდებით საქართველოში არსებულ სიტუაციას და შემდგომი მოვლენების შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

20 ნოემბერს ადამ ერელიმ განაცხადა, რომ აშშ იმედგაცრუებულია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით და საქართველოს ხელისუფლებით. მისი თქმით, არჩევნების შედეგები “ზუსტად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”.

“საქართველოს უშიშროების შეფი გამოვიდა და იგივე განაცხადა, რომ აღიარებს არჩევნების გაყალბებას და მოუწოდებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. როგორ ფიქრობთ, არის ეს მათი ინტერესის სფერო? 22 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია იგეგმება”, – განაცხადა ერელიმ.

მსგავსი/Related

Back to top button