ახალი ამბები

კოფი ანანი ქართველ პოლიტიკოსებს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 21 ნოემბერს ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ნაპოვნი იქნას მშვიდობიანი გამოსავალი 2 ნოემბერს ჩატარებული საპარალემნტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციიდან.

განცხადებაში, რომლითაც კოფი ანანის სახელით გაერო-ს პრესმდივანი გამოვიდა, ნათქვამია, რომ გენერალური მდივანი ინტერესით და მღელვარებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მოვლენების განვითარებას. იგი იმედს გამოთქვამს, რომ დემონსტრაციები კვლავინდებურად მშვიდობიანი ხასიათის იქნება და ყველა მხარე მაქსიმალურ თავდაჭერილობას გამოიჩენს.

Back to top button