ახალი ამბები

რუსეთი მოუწოდებს საქართველოს არ დაივიწყოს ისტორიის გაკვეთილები

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში სიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “საქართველოს წინაშე ამჟამად მდგარი პრობლემების მოგვარება არ უნდა გასცილდეს სამართლებრივი არეალის ფარგლებს. ამისი ალტერნატივა არის ქაოსი, ქვეყნის მიყვანა კვლავ სამოქალაქო ომის ზღვარზე, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში უკვე მოუტანა საქართველოს დღემდე მოუგვარებელი უბედურებები. არ ღირს ისტორიის გაკვეთილების დაწყება. მათ, ვინც ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოწოდებებს ავრცელებს, მათ შორის საზღვარგარეტიდანაც, უნდა იცოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელ მზომე შედეგებზე დააწვება სწორედ მათ.

რუსული მხარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას საქარტველოში გამოიჩინონ ნებისყოფა, არ დაუშვან ძალადობა, კონსტიტუციური გზები უზრუნველყონ ემდგომი მშვიდობიანი ქმედებები და ქვეყნის კეტილდღეობა. “ეს არამარტო საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებშია, არამედ მეზობელი ქვეყნებისაც და მთლიანად რეგიონის ინტერესებში”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვში აქვთ ცნობები, რომ არჩევნები საქართველოში 2 ნოემბერს დარღვევებით ჩატარდა, არ იყო სათანადოდ მომზადებული. რა თქმა უნდა, დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს, მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში. აუცილებელია იმის გათვითცნობიერება, რომ ქვეყანაში დაძაბულობის გაზრდამ, პრეზიდენტისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებამ შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.

მსგავსი/Related

Back to top button