ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი შევარდნაძეს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

“პრეზიდენტმა დახუჭა თვალი ცსკოში მომხდარ დარვევებზე, არაფრად ჩააგდო ათეულობით ათასი ადამიანის ნება და დახმარებისთვის აჭარის სეპარატისტულად განწყობილ ლიდერს მიმართა”, – ნათქვამია ლევან ალექსიძის განცხადებაში.

იგი ასევე შემაშფოთებლად მიიჩნევს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს პრეზიდენტი დახმარებისთვის მიმართავს რუსეთს, და იგნორირებას უკეთებს დასავლეთს, რომელიც წლების განმავლობაში ყველანაირ დახმარებას უწევდა საქართველოს, მათ შორის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებასაც.

პრეზიდენტმა დაარღვია ადმიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველომ მოაწერა ხელი, – ნათქვამია ლევან ალექსიძის განცხადებაში.

პრეზიდენტის მრჩევლის ეს განცხადება ვრცელდება იმ ფონზე, როცა თბილისში მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებისა და უბრალოდ მოქალაქეებისა, რომლებიც პრეზიდენტის უპირობო გადადგომას მოითხოვენ

მსგავსი/Related

Back to top button