
ახალი ამბები
ხელისუფლების წინააღმდეგ მსვლელობაში მთელი საქართველოდან მოსახლეობა იღებს მონაწილეობას
(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაერთიანებული ოპოზიცია დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ფართო მასებთან ერთად თბილისისკენ მოემართება. კოლონა, რომელიც სამეგრელოდან წამოვიდა, უკვე გორში იმყოფება და სავარაუდოდ დღეს თბილისში ჩამოვა.
კოლონას სათავეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენლები უდგანან. საპროტესტო მსვლელობას უერთდებიან იმერეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობა. აღმოსავლეთიდან მსვლელობას უერთდება აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობაც.