
ახალი ამბები
რუსეთის ელჩი დიალოგისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა არ გამორიცხა სიტუაციის გართულება საქართველოში.
“საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ გამოხცავს, რომ გარკვეულ სირთულეებს ექნება ადგილი ქვეყანაში”, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს 20 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მან მოუწოდა ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს პრობლემა დიალოგის საშუალებით მოაგვარონ და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.