
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს სტაბილურობისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკა.
“რა თქმა უნდა, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს. თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ შევარდნაძეს და პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივად გამოასწორონ არჩევნების დროს დაშვებული შეცდომები და იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში”, – განაცხადა ივანოვმა 18 ნოემბერს “სი-ენ-ენ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა რუსეთის მზადყოფნის შესახებ დახმარება გაუწიოს საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში.