ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში ჩამოდის

(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარი გენო დღეს თბილისში სამდღიანი ვიზიტით ჩამოდის.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან და გაეცნობა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას.

მხარეები ასევე განიხილავენ კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების ხელშეწყობის საკითხებს.

ჟან-მარი გიენო 22 ნოემბერს სოხუმში გაემგზავრება, სადაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

Back to top button